კახი ჭანუყვაძე (1939-2007) – მეღვინე, სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ნაკრებისა და თბილისის “დინამო”–ს კალათბურთელთა გუნდის წევრი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა “სამტრესტი”–ს სისტემის სხვადასხვა ქარხანაში ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ დაინიშნა ახლადაშენებულ ვარკეთილის ღვინის ქარხანაში დირექტორად, სადაც დარბაზში ხშირად იმართებოდა დეგუსტაციები. შემდეგ, იმავე ქარხანაში, გადაჰყავთ მეღვინედ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
