კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია (1923-2013)
მსახიობი და მხატვარი.
დაიბადა ხარბინში (ჩინეთი), ქართველი რკინიგზელის ოჯახში. დადიოდა თავად წულუკიძის მიერ გახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში. მამის გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ, სადაც გაიცნო ცნობილი რუსი შანსონიე ალექსანდრე ვერტინსკი და მალევე დაოჯახდნენ. 1942 წლის ნოემბერში საცხოვრებლად სსრკ-ში ჩამოვიდნენ. ლიდია წირღვავას მეუღლე მალევე გარდაეცვალა, მაგრამ აღარ გათხოვილა და მთელი ცხოვრება გოგონების აღზრდასა და გარდაცვლილი ქმრის სახელის უკვდავყოფას შეალია.
ლიდია წირღვავა–ვერტინსკაია 2013 წლის 31 დეკემბერს, მოსკოვში გარდაიცვალა, დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments