კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჭიჭიკო ბენდელიანი (დ. 29 იანვარი, 1914, გორაბერეჟოული, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 20 ივლისი, 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად)
საბჭოთა კავშირის გმირი (24 აგვისტო, 1943), გვარდიის მაიორი.
1937 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.
2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე.
               
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments