კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჭიჭიკო ჩართოლანი (1906-1984) –
ალპინისტი, სპალეოლოგი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა მესტიაში. ოქროს მედლები მოიპოვა: შხელდა-უშბის (1950), შხარა-რუსთაველი-ჯანღა-კატინთაუ-თეთნულდის (1952), პამირში დარვაზის ქედის (1957), ვერცხლის მედლები (1960) – ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის (პამირი) ტრავერსირებისათვის. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში.
დაკრძალულია მესტიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments