კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჭოლა ლომთათიძე ( 1879, სოფ. მეწიეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 24 ნოემბერი (11 ნოემბერი), 1915, სარატოვი)
მწერალი.
1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა მ. ლაღიძის ლიმონათის ქარხანაში, 1903 წლიდან კი გაზეთ კვალის რედაქციის თანამშრომელია. ამავე წელს გახდა რსდმ პარტიის წევრი. 1906 წელს აირჩიეს რსდმ პარტიის IV გამაერთიანებელი ყრილობის დელეგატად გურიიდან, 1907 წელს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან.
1907 წლის 3 ივნისს მთავრობამ სათათბირო დაითხოვა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 55 წევრი, მათ შორის ლომთათიძეც, გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლიანი კატორღა, მაგრამ ჭლექით ავადმყოფობის გამო შვიდნახევარი წლის პატიმრობით შეუნაცვლეს.
ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments