კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ხარიტონ ახვლედიანი (1904-1992) –
ისტორიკოსი, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს.
1936–1938წწ. მუშაობდა ბათუმის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები.
დაკრძალულია ბათუმში. ფერიის სასაფლაოზე. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი თამარ კვაჭაძე.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments