კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ხარიტონ ვარდოშვილი (ნიკოლაიშვილი) (დ. 7 ოქტომბერი, 1895, სოფელი უჩხოთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი) –
პოეტი და მთარგმნელი.
1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად, პარალელურად თანამშრომლობდა პრესაში, რომლის გამომცემლობა დაჰყვა ჯერ კიდევ ქუთაისიდან, სადაც 1916 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ გაზეთ „სამშობლოში“, შემდეგ კი ისეთ პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში როგორიცაა: „თეატრი და ცხოვრება“, „განათლება“, „ჯეჯილი“, „კვალი“ და სხვა. 1921 წლიდან მუშაობას იწყებს გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. ხარიტონ ვარდოშვილის პოეტური დებიუტი შედგა 1914 წელს გაზეთ „ახალ აზრში“, ხოლო 1924 წელს გამოქვეყნდა ლექსების პირველი კრებული.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments