კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ხასან ინაიშვილი (1942-2009) –
საქართველოს დამსახურებული მხატვარი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1965 წელს.
გამოფენებში მონაწილეობდა 1965 წლიდან. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. ქმნიდა თემატურ კომპოზიციებს. მისი ნამუშევრებია: “ქართლის პეიზაჟი”(1961), “ნატურმორტი თევზით”(1965), “ცხვრის ფარა მთებში” (1966), “ყვავილები ფანჯრის რაფაზე”(1968), “სოფელი ჩაისუბანი”(1973), “ქალთა ბრიგადა”(1975), “წარმატებული ნახტომი”(1975) და სხვ. ნამუშევრები დაცულია ეროვნულ გალერეაში, აჭარის ხელოვნების, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, კიევის რუსული ხელოვნების მუზეუმებში.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments