ნიკოლოზ ხომიზურაშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1900, თელავი — გ. 1 თებერვალი, 1971, თბილისი)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი, პოფესორი.
1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დაიტოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. იგი საქართველოში სამრეწვეო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ბოლო ათი წელი განაგებდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

