კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი (ესპანურად: Jorge de Bagration y de Mukhrani) (დ. 22 თებერვალი, 1944, რომი — გ. 16 იანვარი, 2008, თბილისი)
ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლი.
გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა რომში, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა ოჯახში. დედამისი, გრაფის ქალი მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს.
1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა ”ლანჩია სტარტოსით”, Lancia Stratos HF). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი.
ხორხე ბაგრატიონი თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა.
უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
იგი დაკრძალეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2008 წლის 20 იანვარს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments