კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაალ ქიქოძე (დ. 26 ოქტომბერი, 1948, თბილისი — გ. 16 ივლისი, 2005, უშბა) – საზოგადო მოღვაწე, არქეოლოგი, ლექტორი, მთამსვლელი. 1974 წლამდე მუშაობდა კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომლის ფარგლებშიც, მიიღო მონაწილეობა ცნობილი წნორის ოქროს ლომის აღმოჩენაში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, რამდენიმე მთამსვლელთან ერთად, ის აფხაზეთიდან გამოქცეული დევნილების, სვანეთის მთებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესში იღებდა მონაწილეობას, რომლის დროსაც ხშირად საკუთარი მხრებით გადმოყავდა დევნილები. 2005 წლის ივლისში, მეგობარ მერაბ ხაბაზთან ერთად, მწვერვალ უშბაზე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments