ზაირა არსენიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1933, თელავი — გ. 9 აგვისტო, 2015, იქვე) — სცენარისტი, მწერალი. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1956 წელს II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში. ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს თელავში.

