კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაქარია ქურდიანი (დ. 14 ივნისი, 1909, აშხაბადი — გ. 22 აპრილი, 1983, თბილისი) – არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით. პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. იგი 1944-1953 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. შემდეგ, 1954-1970 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ქალაქმშენებლობის სამმართველოს. დაკრძალულია თბილისში. საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments