კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაქარია ჭიჭინაძე (დ. 1854, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931, იქვე)
ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი.
1875 -1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია წიგნებს წერდა, საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად.
ზ. ჭიჭინაძემ გამოსცა “ქართლის ცხოვრება” (რამდენიმე ტომად). მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი.
დიდი დამსახურება მიუძღვის ჭიჭინაძეს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.
ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წლის 27 დეკემბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments