ზარბეგ ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, ავჭალა, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2020, თბილისი)
თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. საბჭოთა კავშირის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს ჩემპიონი (1969). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლით.
2015 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ჭიდაობის ფედერაციის წინ გაიხსნა ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი. მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის პატივსაცემად თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.
2019 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
გარდაიცვალა 2020 წლის 22 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ავჭალის სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო აღებულია ბატონი გაბრიელ ბარჯაძის გვერდიდან.

