ზაურ მოლაშხია (1946-2021) –
პოეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (საქართველოს ისტორიის სპეციალობით) 1970 წელს. სტუდენტობის დროს იბეჭდება რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის ალმანახში. 80-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა საპროტესტო მიტინგსა და აქციაში. 1989 წლის ბოლოს ინიშნება საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის რეგიონალური განყოფილების პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ. 1991-1992 წწ. სამხედრო კრიმინალური გადატრიალების სემდეგ ზაურ მოლაშხიამ, მწერალთა ერთ ნაწილთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალთა კავშირის ყრილობა (1992 წლის მარტი), რის გამოც პოეტი “მსუბუქად” დასაჯეს: გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, ჩაუშალეს საგამომცემლო თემატური გეგმით (მაშინ ჯერ კიდევ იყო ასეთი გეგმა) დასაბეჭდად გამზადებული წიგნი, მრავალშვილიანი პოეტი ამოიღეს კოოპბინათმშენებლობიდან, აგრეთვე მოხსნეს სამსახურიდან.
დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის პანთეონში.


