კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაზა ბირთველიშვილი (1975-2008) – კაპრალი, რუსეთ საქართველოს ომის გმირი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი; ორი წელი გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე იმსახურა; 2008 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნომერ 406 ტანკით მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. მოწინააღმდეგე მხრიდან თავდასხმის შემდეგ, 406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ზაზა ბირთველიშვილის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს. დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments