კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაზა დარასელი (1950-2001)
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.
1972-1976წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის რადიოს რედაქტორი; 1976-1977წწ. რადიოს პასუხისმგებელი მდივანი; 1977-1978წწ. რადიოს უფროსი რედაქტორი; 1978-1980წწ. ტელევიზიის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1980-1983წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1983-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პრესის და ტელევიზიის სექტორის გამგე; 1986-1991წწ. საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე; 1992 წლიდან საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ტეკელომპანია “მე-2 არხის”გენერალური დირექტორი.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. მის გვერდით დაკრძალულია ვახტანგ რჩეულიშვილი (1954-2017) – ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე.
ზაზა დარასელის საფლავი ვერის სასაფლაოზე.                                                                                                                                    

                     

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments