კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაალ კახიანი (დ. 5 ივლისი, 1927, თბილისი — გ. ოქტომბერი, 2000) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.  1954 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს მდივნად, შემდგომ კი ქირურგიული ფაკულტეტის დეკანად. 1960 წელს მუშაობას იწყებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრაზე. 1962–1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს დაინიშნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის გამგედ. შესრულებული აქვს 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 36 მონოგრაფია. 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის ქირურგთა საზოგადოებას. ასევე იყო საქართველოს სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1989 წელს აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, შემდგომ კი თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორად. 1994 არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად. 1997 წელს სომხეთის ქირურგიულმა საზოგადოებამ აირჩია საპატიო ქირურგად და მიანიჭა ა.მიქაელიანის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ოქროს მედალი. ასევე ევროპისა და ისრაელის იმპლანტაციის აკადემიის წევრი, ამერიკის კრიოქირურგიის და ამერიკა–საქართველოს მედიცინის აკადემიის წევრი, იტალიისა და ლუიზიანას შტატის პლასტიკური ქირურგიის აკადემიის წევრი, სომხეთის ქირურგიის აკადემიის წევრი, ბაზელის ქირურგთა ინტერნაციონალური და საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვების საზოგადოების წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments