კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაზა ურუშაძე (1966-2019)
რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, თავმჯდომარე.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია “ქართული ფილმი”, დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი”, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან” (2011), “ბოლო გასეირნება” (2012), “მანდარინები” (2013); სცენარის ავტორია ფილმების: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”(1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი”(2008), “მანდარინები” (2013); პროდიუსერია ფილმების: “სამი სახლი” (2008), “მანდარინები” (2013); გადაღებულია ფილმში: “მე მოვედი” (1981). მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია “მანდარინები”, ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე; ასევე ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments