ჯემალ ზეინკლიშვილი (დ. 7 იანვარი, 1937, ბორჯომი — გ. 1 სექტემბერი, 2011) –
ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „ბურევესნიკის“, თბილისის „დინამოსა“ და ტყიბულის „მეშახტის“ ღირსებას.
1964 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. 1958 წლიდან თბილისის „ბურევესნიკის“ რიგებში თამაშობს, საიდანაც თბილისის „დინამოს“ მესვეურები მას საქართველოს პირველი გუნდის რიგებში იწვევენ. 1959 წლიდან თბილისის „დინამოშია“. „დინამოს“ რიგებში შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდთან ერთად 1959 და 1962 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი ხდება. საფეხბურთო კარიერას 1967 წელს ტყიბულის „მეშახტეში“, 30 წლის ასაკში ამთავრებს.
გარდაიცვალა 2011 წლის 1 სექტემბერს. დაკრძალულია ბორჯომში, ლიკანის სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო მოგვწოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგობამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

