ზოია რუხაძე (დ. 10 მარტი, 1923 — გ. 1944, აპრილი, სიმფეროპოლი) –
ქართველი პარტიზანი ქალი. მოსწავლე-იატაკქვეშელი, რომელმაც გაიმეორა ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა.
გერმანელ ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე, მონაწილეობდა მნიშვნელოვანი იარაღ-საწყობების აფეთქებაში და სხვა. 1944 წლის 10 მარტს დააპატიმრეს გესტაპოს აგენტებმა. 21 წლის ახალგაზრდა ქალს საშინლად აწამებდნენ, მოითხოვდნენ მოკავშირე პარტიზანების გვარების გაცემას, მათი გეგმების გამხელას. თუმცა ზოია რუხაძე დუმდა. მოტეხეს ორივე ხელი, ამოთხარეს თვალები. ფაშისტებმა დასმულ შეკითხვებზე ვერცერთი პასუხი ვერ მიიღეს. ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ზოია რუხაძე ჭაში ჩაახრჩვეს.
დაკრძალულია სიმფეროპოლში.
Coordinates: 44°56’35″N 34°5’17″E

