ზურა იარაჯული (1973-1993) – საქართველოს ეროვნული გმირი. 1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იარაჯულმა და რამდენიმე სხვა ქართველმა მფრინავმა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ,,ველის,, აეროდრომზე მოიერიშე Cy-25-ით ფრენის დაჩქარებული კურსები გაიარეს. ნოემბრის თვიდან კი კოპიტნარის აეროდრომიდან ზურა იარაჯულმა აფხაზეთის ფრონტზე საბრძოლო გაფრენები დაიწყო. 1993 წლის 13 ივლისი, ოთხი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი აფრინდა. ქართული სუ-25 მოიერიშები ისევ წარმატებით ბომბავენ აფხაზების სამხედრო კოლონას, რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს ხვდება და ცეცხლი ეკიდება, ცეცხლმოკიდებული სუ-25 დან ზურა იარაჯული პარაშუტით ხტება ქარს პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიაქვს. მეორე სუ-25 კოპიტნარის აეროდრომზე ჯდება,კოპიტნარის აერდრომიდან სასწრაფოდ ფრინდება მი-24 ტიპის საბრძოლო შვეულფრენი და გუმისთას მიდამოებში ეძებს კატაპულტირებულ სამხედრო მფრინავს.თუმცა ძებან უშედეგოდ მთავრდება. მოგვიანებით ცონობილი გახდა რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ალყაში მოუქცევიათ ზურა იარაჯული და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში სხვა ტყვებზე გაცვლას დაპირდნენ. კაპიტანმა ზურა იარაჯულმა იცოდა რომ ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში აფხაზ ტყვებზე გაცვლიდნენ, სწორედ ამ გზით აფხზების ტყვეობიდან გამოვიხსენით ორი ქართველი სამხედრო პილოტი,თუმცა ზურა იარაჯულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს. ორი მოკლა და ერთი ბოივიკიც დაჭრა. კაპიტანი ზურა იარაჯული გმირულად იღუპება. დაკრძალულია თიანეთში. საფლავის ფოტო აღებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან.

