კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ბეგიაშვილი (1980-2008) –  ექიმი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. 2008 წლის 3 დეკემბერს, დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხის საფუძველზე, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოდან მშობლიურ სოფელ კუმისში გადაასვენეს. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან “ქართველი ხალხის ძალა”.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted