ზურაბ დოიჯაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1963, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2021, თელ-ავივი) –
მომღერალი და სიმღერების ავტორი.
მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. 2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
