ზურაბ ინაშვილი (1948-2021) –
რეჟისორი, სცენარისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1977-2004წწ. ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი; 1993-1994წწ. სტუდია “ქართული ტელეფილმის” გენერალური დირექტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

