კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) –
პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.
1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“ (1988), ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს. 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ (იხ. ვარდების რევოლუცია), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments