კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ კაპანაძე (დ. 15 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1989) – მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრის პროფესორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების მთავარი მხატვარი, გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი მხატვრული რედაქტორი, წლების მანძილზე მუშაობდა მხატვრად საბავშვო ჟურნალ „დილაში“. გარდაიცვალა 1989 წლის 20 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments