კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ კიკნაძე (დ. 3 ოქტომბერი 1933, თბილისი – გ. 23 ნოემბერი 2022, თბილისი) – ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო. ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია. მას ეკუთვნის გილგამეშიანის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1978 წელს კითარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“. დაკრძალულია თბილისში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან TSU ფოლკლორისტიკის კათედრა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted