ზურაბ ლეჟავა (1925-2011)
საქართველოს სახალხო მხატვარი.
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.1952-55 წლებში იყო ჟურნალ “მეცნიერება და ტექნიკის” რედაქტორი, 1955-58 წლებში “დროშის” რედაქტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1958 წლიდან გრაფიკული დიაზაინის პროფესორია. იყო სამრეწველო გრაფიკის კათედრის გამგე. 195862 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1962 წლიდან 1970 წლამდე კი მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა. იყო სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანი 1965-72 წლებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
