კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ნიჟარაძე (დ. 4 დეკემბერი, 1928, თბილისი — გ. 25 ივნისი, 2021)
მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს.
1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობს მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებს მონაწილეობას საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, იფინება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. 2013 წლის 24 დეკემბერს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
გარდაიცვალა 2021 წლის 25 ივნისს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments