ზურაბ ქაფიანიძე (დ. 1 აპრილი, 1937 — გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
