ზურაბ თორია (1946-2022) – მწერალი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1969 წელს. ლიტერატორი, მწერალი, საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ “ჯვარი ვაზისას” პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალ “ეთნოპოლიტიკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აკადემიის გამომცემლობაში, ჟურნალ “ეკონომისტში”, 1987 წლიდან ჟურნალ “ჯვარი ვაზისაში”, ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას 1977 წლიდან. დაკრძალულია თბილისში, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

