ზურაბ წერეთელი (დ. 4 იანვარი, 1934, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2025) – მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. 1987 წლიდან საქართველოში მის მიერვე დაარსებული დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი “მშვიდობა”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1997წწ. რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წლიდან პრეზიდენტი; 1997 წელს კი ნიუ-იორკის შტატის – ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის – პროფესორი. 1999 წლიდან მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი; 2000 წლიდან ზ. წერეთლის ხელოვნების გალერეის დირექტორია. მეცნიერული ინტერესების სფერო: დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი. ავტორია 300-ზე მეტი ფერწერული ნამუშევრისა და მონუმენტური ქანდაკებებისა, რომლებიც დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ინესა ანდრონიკაშვილი.


