ზურაბ წერეთელი (1953-1992) – ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. სსრკ თასის მფლობელი. თამაშობდა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოში”, საიდანაც გადავიდა ქუთაისის “ტორპედოში”. 1979 წლის ივლისში, ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორის” გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ტაშკენტში საკუთარი სურვილით წავიდა და ყოველგვარ ანაზღაურებაზე უარი თქვა. ფეხბურთელი 1992 წლის 14 იანვარს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა, ქალბატონმა ანა წერეთელმა.

