კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ჭუმბურიძე (1926-2022) –
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1951-1952წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა “სახელგამის” უფროსი რედაქტორი; 1952-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასისტენტი; 1958-1970წწ. დოცენტი; 1970 წლიდან პროფესორი; 1957-1959წწ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-2005წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2006-დან მეცნიერ-კონსულტანტი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, თაბორის მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა იოანე მამუკა ცუხიშვილმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments