გიზო სიხარულიძე (1929-2010) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში მსახიობად; 1953-1955წწ. – თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1955-1967წწ. – თბილისის კ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1967-1975წწ. – რუსთაველის თეატრში, ხოლო 1975 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს; მას გამორჩეული ადგილი ეკავა მხატვრული კითხვის ჟანრში; მუშაობდა აგრეთვე საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. მასთან ერთად განისვენებს საქართველოს სახალხო არტისტი ეთერ სიხარულიძე (1927-2001).

