კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლევან შატბერაშვილი (1912-1976)
მსახიობი, რეჟისორი
დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისორთა დახელოვნების კურსები 1948 წელს.
1932 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არჩილი (გ. შატბერაშვილის “ფიქრის გორა”), ქერუბინო (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), თენგიზი (კ. ბუაჩიძის “მკაცრი ქლიშვილები”), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), ზაქარია (ა. ცაგარელის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”) და სხვა. 1948 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს დამდგმელ რეჟისორად, სადაც განახორციელა შემდეგი დადგმები: “გ. შატბერაშვილის “რკინის პერანგი” (1948) და “ძველი სახლი” (1949), გ. მდივნის “ვარდო” (1949), მ. ბარათაშვილის “მარინე” (ა. ჩხარტიშვილთან ერთად, 1960), გ. გელბაქიანის “ჩემი პირადი საქმე” (1951), და სხვა.
წლების მანძილზე მთავარ რეჟისორად მუშაობდა თელავის, ცხინვალისა და ბათუმის თეატრებში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ს. ზაქარიაძის სახ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments