კალისტრატე ქუთათელაძე (1909-1983)
ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1932 წელს.
1935 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე; 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე კათედრის გამგე. სილიკატების დარგის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძირითადი შრომები ეხება სილიკატების ქიმიას. დამუშავებული აქვს ახალი ტიპის ცემენტის, კერამიკის, მინის, ნახევრად გამტარული და დიელექტრიკული მასალების ტექნოლოგია.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

