ნინა მაყაშვილი, ნიტა ტაბიძე
ნინა მაყაშვილი, ნიტა ტაბიძე ტიციან ტაბიძის ცოლ-შვილი დაკრძალულნი არიან დიდუბის პანთეონში.
ნოდარ ტაბიძე
ნოდარ ტაბიძე (დ. 19 მარტი 1931 — გ. 17 სექტემბერი, 2016) – მწერალი და პუბლიცისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი. დაჯილდოებულია პრემიებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) – საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სიცოცხლის ბოლო წლებში, გალაკტიონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დიპსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება – გალაკტიონის სამედიცინო გამოკვლევებში, ალკოჰოლთან…
ამბერკი ტაბიძე
ამბერკი ტაბიძე (დ. 27 დეკემბერი, 1952, სამტრედია — გ. 28 იანვარი, 2017, თბილისი) – ხელბურთელი (მარჯვენა გარემარბი), თბილისის „ბურევესტნიკის“ (1971-1990) და სსრკ ნაკრების წევრი (1977-84). სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ…
ომარ ტივაძე
ომარ ტივაძე – საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი დიქტორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია გიორგი ტივაძე (1904- 1969) – ისტორიკოსი, პროფესორი.
კიმი ტაბატაძე
კიმი ტაბატაძე (1931-1990) მოქანდაკე. “დიდების მემორიალის” ავტორი. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან.