კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ექიმები

  • Home
  • მელიტონ ბორჩხაძე

მელიტონ ბორჩხაძე

მელიტონ ბორჩხაძე (1886-1965) – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. მოღვაწეობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, ბოგოსლავეტსკის სასაფლაოზე.

ნოდარ ბოხუა

ნოდარ ბოხუა (1941-1995) – ქირურგ–ანგიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1985), საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982-), საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1982 წლიდან იყო თბილისში სისხლძარღვთა ქირურგიის…

ვლადიმერ ცეცხლაძე

ვლადიმერ ცეცხლაძე (დ. 1888, სოფ. შემოქმედი, (ოზურგეთის რაიონი) — გ. 1930, თბილისი) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა სემინარია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვში გაემგზავრა. 190 მან 1907 წელს ფრიადზე…

სერგო ჩახუნაშვილი

სერგო ჩახუნაშვილი (დ. 1897 — გ. 1968) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ ქვედა ვანში 1897 წელს, 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფესორ ნიკოლოზ კახიანის მოწაფე.…

ოთარ ჩახუნაშვილი

ოთარ ჩახუნაშვილი (1927-2016) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954წწ. მოსკოვის ნ.…

სამსონ ჩიქოვანი

სამსონ ჩიქოვანი (1915-1975) – სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი. მეორე მსოფლიო ომში სამედიცინო სამსახურის ორგანიზატორი (1941-1945), მოსკოვის სამხედრო ოლქის სოხუმის სანატორიუმის უფროსი (1959-1975), აფხაზეთის ასსრ და საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. დაკრძალულია თბილისში,…

ზურაბ ჩიქოვანი

ზურაბ ჩიქოვანი (1933-2011) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მომღერალი, მუსიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო). მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით…

ომარ ჭკადუა

ომარ ჭკადუა (1949-2020) – მედიცინის დოქტორი, სპორტის ოსტატი სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში. ომარ ჭკადუა 12 წლის განმავლობაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი იყო, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ადგილობრივ საავადმყოფოში…

ზურაბ ცხაკაია

ზურაბ ცხაკაია (1930-1998) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიური მეცნიერების აკადემიის წევრი. 1954–1958წწ. მუშაობდა ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგად; 1958–1961წწ. იყო ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი;…

სერგო დადვანი

სერგო დადვანი (1950-2000) – რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რუსეთის დამსახურებული ექიმი. 1974 წელს დაამტავრა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტი. მოსკოვის სამედიცინო აკადემიის კლინიკის დირექტორი. იყო პროფესიონალი ავტომრბოლერი. სსრკ-ს ნაკრების წევრი. დაკრძალულია…