კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • მინადორა ხოშტარია

მინადორა ხოშტარია

მინადორა ხოშტარია (1881-1924) – აკაკი ხოშტარიას მეუღლე. ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების…

ალექსანდრე ტატიშვილი

ალექსანდრე ტატიშვილი (1901-1972) – სოციალ-დემოკრატი, პედაგოგი, ეროვნული გვარდიის წევრი, სდ პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაიბადა 1901წლის, 9 დეკემბერს, ხაშურში, დაამთავრა ხაშურის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიემგზავრება პეტროგრადში, ირიცხება უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის…

ნაზი შამანაური

ნაზი შამანაური (დ. 5 ივლისი, 1940, ოძისი, დუშეთი — გ. იანვარი, 1983, თბილისი) – ჟურნალისტი. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1965 წელს, ხოლო…

ვახტანგ როდონაია

ვახტანგ როდონაია (1938-2012) – ლიტერატურათმცოდნე. საინტერესოდ წერდა სიტყვიერსა თუ სახვით ხელოვნებაზე, ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე, განსაკუთრებით კი – ძველ ქართულ ლიტერატურაზე, ქრისტიანული კულტურის უკვდავ ძეგლებზე. შეადგინა საჯარო სკოლის სახელმძღვანელოები ქართულ ლიტერატურაში.…

მიხეილ ქურდაძე

მიხეილ ქურდაძე (1937-1993) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქ. რუსთავის პროკურორი (1987-1990), ქ. თბილისის პროკურორი (1990-1993). 1993 წლის 10 მარტს კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ, სიცოცხლეს გამოასალმეს თბილისის…

ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია (დ. 15 თებერვალი, 1870, სოფ. ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 4 დეკემბერი, 1958,თბილისი) – მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი. 1908 წელს საკუთარი ხელით აგებს პლანერს და აფრენის…

თენგიზ ქაჯაია

თენგიზ ქაჯაია (1963-1991) – ხობის პრეფექტი. 27 წლის ასაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მას გადასცა პრეფექტის მოწმობა № 01. თენგიზ ქაჯაია გმირულად დაეცა დედასამშობლოს მტრებთან და…

გიგა ოთხოზორია

გიგა ოთხოზორია (1985-2016) – 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი ოპელ-ასტრას მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის…

შალვა ნადიბაიძე

შალვა ნადიბაიძე (1907-1964) – სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1934 წელს ლენინგრადში დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზის მრეწველობის…

თაზო მონიავა

თაზო მონიავა (1968-2022) – მომღერალი, პოეტი, ქუთაისის კოლორიტი. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი მერაბ კვიცარიძის გვერდიდან.