კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ექიმები

  • Home
  • ნიკოლოზ კახიანი

ნიკოლოზ კახიანი

ნიკოლოზ კახიანი (დ. 11 ივლისი, 1883, სოფ. რიკოთი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 15 თებერვალი, 1928, თბილისი) ქირურგი, საქართველოში მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი. ნიკოლოზ კახიანმა 1910 წელს…

ზაალ კახიანი

ზაალ კახიანი (დ. 5 ივლისი, 1927, თბილისი — გ. ოქტომბერი, 2000) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა…

რამაზ სურმანიძე

რამაზ სურმანიძე (დ. 10 მაისი, 1933, სოფ. ჭალა, შუახევის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 2020) – ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დაამთავრა…

ივანე ელიაშვილი

ივანე ელიაშვილი (დ. 18 აპრილი, 1864, ქუთაისი, — გ. 12 იანვარი, 1932, თბილისი) – ექიმ-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, პედაგოგი, მწერალი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (1889), შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო…

გაბრიელ ღამბარაშვილი

გაბრიელ ღამბარაშვილი (დ. 24 ივლისი, 1878, გორი, — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1912), პროფესორი (1917), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული…

მიხეილ წინამძღვრიშვილი

მიხეილ წინამძღვრიშვილი (დ. 10 მაისი, 1882, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 28 დეკემბერი, 1956, თბილისი) – თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის…

ბიძინა მაჭავარიანი

ბიძინა მაჭავარიანი (1942-2021) ალერგოლოგი. თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. დაიბადა ქ. ქუთაისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1966-1969 წლებში –…

ნოდარ დოლიძე

ნოდარ დოლიძე (1928-2001) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1973), პროფესორი(1979). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს. მუშაობა დაიწყო სანატორიუმ “ბორჯომ-ლიკანის” ქირურგად; 1962-1968წწ. მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში;…

ლილი ფაღავა

ლილი ფაღავა (1919-1958) – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. დაკრძალულია თბილისში,…

ჯემალ გოგუაძე

ჯემალ გოგუაძე (1939-2000) ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო ამავე…