შალვა აბაშიძე
შალვა აბაშიძე (1920-1992) – შრომის გმირი. 1949 წელს, თამბაქოს მაღალი ჯიშის მოკრეფისათვის მიენიჭა შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მელანია აბაშიძემ.
მიხეილ კახაილიში
მიხეილ კახაილიში (1921-1996) – შრომის გმირი. აჭარის ა.რ.-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1949 წლის 29 აგვისტოს მიენიჭა შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა როინ კახიძემ.
ბორის ჩიმაკაძე
ბორის ჩიმაკაძე (1930-1983) – შრომის გმირი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ესკადრელიის უფროსის მოადგილე. 1973 წლის 9 თებერვალს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
ალექსანდრე დათაშვილი
ალექსანდრე დათაშვილი (1929-2003) – ინჟინერი, შრომის გმირი. 1954 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ “თბილმეტრომშენის” სისტემაში გვირაბგამყვანი ბრიგადის ბრიგადირად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის ყველა რიგისა და სადგურის მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; დაკრძალულია…
კარლო ოსაძე
კარლო ოსაძე (1924-2019) – შრომის გმირი. დაიბადა ზესტაფონში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო შავი ზღვის ფლოტის ლინკორნის მეზენიტე. 1971 წლის 4 მაისს მიენიჭა სსრკ სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია ბათუმში,…
დოროთე შამათავა
დოროთე შამათავა (1913-1978) – ტეხურის მეურნეობის დირექტორი, შრომის გმირი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1966 წელს მიენიჭა შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
მიხაკო ორაგველიძე
მიხაკო ორაგველიძე (1910-1996) – კოლმეურნეობის თავმჯდომარე 1938 წლიდან, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს სსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაკრძალულია შრომაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამთა კვაჭანტირაძემ.
ანთიმოზ როგავა
ანთიმოზ როგავა (1911-1977) – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი. საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი. სოციალისტური შრომის ორგზის გმირი. 1938-1951წწ. და 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ზუგდიდის რაიონის ლენინის სახელობის და 1952-1960წწ. –…
მოსე ჯანაშვილი
მოსე ჯანაშვილი (დ. ძველი სტილით , ახალი სტილით 1855, სოფელი კახი, საინგილო, აზერბაიჯანი — გ. 19 აპრილი 1934, თბილისი) – ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ…