კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შინდისის გმირები

  • Home
  • შმაგი კუპატაძე

შმაგი კუპატაძე

შმაგი კუპატაძე (1986-2008) – “შინდისის გმირი”. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარღებულ ძალებში, სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს…

მარლენ ბარამია

მარლენ ბარამია (1984-2008) კაპრალი, “შინდისის გმირი” დაიბადავ1984 წლის 12 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი უთხრეს საკონტრაქტო…

თეიმურაზ ბერიძე

თეიმურაზ ბერიძე 1974-2008 შინდისის გმირი თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

რომან ზოიძე

რომან ზოიძე (1988-2008) – შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან.…

კახა კოშაძე

კახა კოშაძე (1986-2008) კაპრალი, შინდისის გმირი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი. ბოლო ბრძოლა კახა კო­შაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მტერთან შე­ტაკებისას დაიღუპა. დღის პირველი საათისთვის ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, კახას სიცოცხლეც დასრულდა…

ილია შეყლაშვილი

ილია შეყლაშვილი (1984-2008) კაპრალი, შინდისის გმირი. 11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ემზარ წილოსანი

ემზარ წილოსანი (1978-2008) კაპრალი, შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ლანჩხუთში. ემზარი ომის დროს მხნედ იყო და მეგობრებსაც სულ ეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან…

რუსლან წულაძე

რუსლან წულაძე (1983-2008) კაპრალი, “შინდისის გმირი” დაიბადა 1983 წლის 30 აგვისტოს, ლანჩხუთში. ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს… გამოსვენება…

ალექსანდრე ონიანი

ალექსანდრე ონიანი (1981-2008) – უმცროსი სერჟანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. შინდისის გმირი. ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო. რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ…