კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

I და II მსოფლიო ომის გმირები

  • Home
  • აკაკი ოთხმეზური

აკაკი ოთხმეზური

აკაკი ოთხმეზური (1874-1916) – პირველი მსოფლიო ომის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის რაიონში, დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, 1892 წლიდან სამხედრო სამსახურშია, პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა გრენადერთა მე-14 პოლკს. დაიღუპა გმირულად. დაკრძალეს…

შალვა ქირია

შალვა ქირია (1911-1988) – ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომში 427-ე ავიაგამანადგურებელი პოლკის შტურმანი, ავიადივიზიის მეთაური (1943-1945), დაჯილდოებულია 11 ორდენით და 12 მედლით. მონაწილეობდაა კურსკის, ბელგოროდის, დნეპრის ბრძოლებში.…

გალაქტიონ რაზმაძე

გალაქტიონ რაზმაძე (1913-1988) საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი. 1944 წლის 23 ივლისს მიენიჭა გმირის წოდება სოფელ კალინინოს მახლობლად წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის. დაკრძალულია მოსკოვში, პიატნიცკის სასაფლაოზე.

შოთა როსტიაშვილი

შოთა როსტიაშვილი (1925-1945) – საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1941 წლიდან წითელ არმიაშია, 1943 წლიდან არის 245-ე მსროლელი დივიზიის მეთაური. 1944 წლის ივნისში მდინარე იასნიას ფორსირებისას ტყვედ აიყვანა…

ზოია რუხაძე

ზოია რუხაძე (დ. 10 მარტი, 1923 — გ. 1944, აპრილი, სიმფეროპოლი) – ქართველი პარტიზანი ქალი. მოსწავლე-იატაკქვეშელი, რომელმაც გაიმეორა ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა. გერმანელ ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი.…

აკაკი შევარდნაძე

აკაკი შევარდნაძე (-1941) სერჟანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ედუარდ შევარდნაძის ძმა. დაიღუპა ომის პირველივე დღეებში, ბრესტის ციხესიმაგრეში. დაკრძალულია იქვე.

აბიბო შიშინაშვილი

აბიბო შიშინაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1919, სოფ. მეორე ტოლა — გ. 14 სექტემბერი 1944, ბაუსკა, ლატვია) – საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი 1945, სიკვდილის შემდეგ), უფროსი ლეიტენანტი. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში…

დავით თავაძე

დავით თავაძე (1916-1979) – მფრინავი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი. დაიბადა ლანჩხუთში. დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი 1936 წელს. 1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში,…

აკაკი ტერელაძე

აკაკი ტერელაძე (1923-1943) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი. 1942 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. იმავე წლიდან ფრონტზეა. მეთაურობდა 309-ე მსროლელ დივიზიას. ერთ-ერთმა პირველმა გადალახა დნეპრი. მისმა დივიზიამ…

ელისე ტუღუში

ელისე ტუღუში (1913-1982) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი. 1945 წლის იანვარში, ოდერისა და ვისლის მდინარეების ფორსირებისას გამოჩენილი მამცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთის სასაფლაოზე.