კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ჯაფარიძე

მიხეილ ჯაფარიძე (დ. 3 თებერვალი, 1906, სოფელი ხრეითი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 6 მაისი, 1964, თბილისი) დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სწავლა დაიწყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და დაამთავრა თბილისში…

სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია (დ. ძველი სტილით , ახალი სტილით , 1900, სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 5 ნოემბერი, 1947, თბილისი) ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი…

ნოდარ ჯანბერიძე

ნოდარ ჯანბერიძე (1927-1997) – არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972 წ), პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1996). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის…

ალექსანდრე ჯანელიძე

ალექსანდრე ჯანელიძე (დ. 24 ოქტომბერი , 1888, სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 იანვარი 1975, თბილისი) – ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი…

ჯანო ჯანელიძე

ჯანო ჯანელიძე (დ. 1. I. 1933 წ, სოფელი მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 2009 წ) – პოეტი. აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1968 წ). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის პოეტური კრებულები…

იუსტინე ჯანელიძე

იუსტინე ჯანელიძე (დ. 20 ივლისი (1 აგვისტო), 1883, სამტრედია — გ. 14 იანვარი, 1950, ლენინგრადი) ქირურგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ), რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936 წ), სამედიცინო…

ვლადიმერ ჯანჯღავა

ვლადიმერ ჯანჯღავა (დ. 1 ივნისი, 1907, სოფელი გუბი, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აპრილი, 1982, თბილისი) სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953 წ), საბჭოთა კავშირის გმირი (29 მაისი 1945 წ). დაამთავრა ამიერკავკასიის…

გივი ჯანჯღავა

გივი ჯანჯღავა (1940-2021) მანქანათმშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. 1964 წელს დაასრულა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი. 1991-2010 წლებში მუშაობდა მოსკოვის ხელსაწყოთმშენებელი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორად. დაკრძალულია რემენსკის ოლქის…

ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი (30 აგვისტო, 1917, სოფ. ხოვლე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1976), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). ივანე ჯავახიშვილის შვილი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. იქვე განისვენებს…

გივი ჯავახიშვილი

გივი ჯავახიშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1912, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 1985 იქვე) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953—1975 წლებში. 1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად…