მიხეილ ზანდუკელი
მიხეილ ზანდუკელი (დ. 14 ოქტომბერი, 1889, სოფ. არანისი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1968, თბილისი) – პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1909 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია…
ვლადიმერ ზარელუა
ვლადიმერ ზარელუა (1903-1979) – გენერალ-მაიორი. სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, ასრულებდა სპეცდავალებებს უკრაინის და იმიერბაიკალეთის ფრონტზე (1944-1945), საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოების თავმჯდომარე (1973-1979) დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ალექსანდრე ზაქარიაძე
ალექსანდრე ზაქარიაძე (დ. 15 თებერვალი, 1884 — გ. 1957) – სამხედრო მოღვაწე. იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1917 წელს იყო კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი, შემდეგ ქვეითთა ბრიგადის მეთაური,…
ოთარ ზალდასტანიშვილი
ოთარ ზალდასტანიშვილი (1922-2005) ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი. მოღვაწეობდა აშშ-ში. დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. 1925 წელს დედასთან და ძმასთან — გივისთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში,…
გივი ზალდასტანიშვილი
გივი ზალდასტანიშვილი (1919-2007) მეწარმე. დაიბადა თბილისში, საქართველოს არმიის პოლკოვნიკის სოლომონ ზალდასტანიშვილის ოჯახში. ოჯახი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის…
სიმონ ზაზაძე
სიმონ ზაზაძე (1933-2016) მეწარმე, საქართველოს საპატიო მოქალაქე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონში. 1962–1982 წლებში სიმონ ზაზაძე მამასთან ერთად აფინანსებდა პარიზში გამომავალ “ბედი ქართლისას” ფრანგულენოვან გამოცემას. ისინი ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ…
გიორგი ზედგენიძე
გიორგი ზედგენიძე (1902-1994) რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სამედიცინო რენტგენოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი. დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე.
გიორგი ზედგინიძე
გიორგი ზედგინიძე (1922-1994) მწერალი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტიტი 1953 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში. მისი მთავარი ნაწარმოებია ისტორიული რომანი “დედის ტაძარი” (1969,…
გიორგი ზუბადალაშვილი
გიორგი ზუბადალაშვილი (1915-1993) საქართველოს დამსახურებული ექიმი. 1939 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. რევაზ გაბაშვილის რეკომენდაციით გიორგი ზუბადალაშვილმა ბერლინის პათანატომიის ინსტიტუტში, პროფესორ როსლესთან…
შოთა ზოიძე
შოთა ზოიძე (1942-2021) მთარგმნელი, პოეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1967 წელს, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები 1977 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს,…