კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გიორგი თარხან-მოურავი

გიორგი თარხან-მოურავი

გიორგი თარხან-მოურავი (1841-1911) – გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1881-1890), ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი (1890-1894), მომრიგებელი (1895). დაკრძალულია სოფელ ახალქალაქის საგვარეულო აკლდამაში,…

დიმიტრი თაყაიშვილი

დიმიტრი თაყაიშვილი (1919-1998) – საქართველოს სახალხო მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, 1944 წლიდან მოსკოვშია, მუშაობდა მოსკოვის მოძრავი მუსიკალური თეატრის მთავარ მხატვრად. 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის…

ალექსანდრე თაყაიშვილი

ალექსანდრე თაყაიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1895, დაბა აღბულახი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ოქტომბერი, 1958, თბილისი) – რეჟისორი და მსახიობი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1914…

ბადრი თოიძე

ბადრი თოიძე (1941-2016) – მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 1967 წელს. 1962–1974წწ. მღეროდა ანსამბლ “გორდელაში” (იყო მისი ერთერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტმომღერალი…

იულია თავაძე

იულია თავაძე (1917-2002) შრომის გმირი. საქართველოს უმაღლესი საბჭოს მეცხრე მოწვევის დეპუტატი. სკოლის დასრულების შემხდეგ მუშაობდა ვანის კოლმეურნეობის მეჩაიედ, სადაც აჩვენა უმაღლესი ხარისხი, რისთვისაც აირჩიეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 1966 წელს მიენიჭა შრომის…

დავით თავაძე

დავით თავაძე (1916-1979) – მფრინავი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი. დაიბადა ლანჩხუთში. დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი 1936 წელს. 1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში,…

რეზო თავართქილაძე

რეზო თავართქილაძე (1929-2013) – საქართველოს სახალხო არტისტი. 1929 წელს ბაქოში დაიბადა. 1949 წელს რეზო თავართქილაძემ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო მოზარდმაყურებელთა…

მარინე თბილელი

მარინე თბილელი (1920-2002) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა თელავში, 1920 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ახალგაზრდა მარინე დამბროვსკაიას აკაკი ვასაძემ დაანათლა გვარი – თბილელი. დაკრძალულია…

ნუნუ თეთრაძე

ნუნუ თეთრაძე (1911-1985) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მოღვაწეობდა ბათუმის დრამატულ თეატრში. გადაღებულია ფილმებშიც. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

თაზო თოლორაია

თაზო თოლორაია (1950-2004) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. კინოსა და თეატრის მსახიობი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან მოღვაწეობდა “კინომსახიობთა თეატრში”. 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში დაკრძალულია საბურთალოს…