კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: სექტემბერი 2024

  • Home
  • ნინა მაყაშვილი, ნიტა ტაბიძე

ნინა მაყაშვილი, ნიტა ტაბიძე

ნინა მაყაშვილი, ნიტა ტაბიძე ტიციან ტაბიძის ცოლ-შვილი დაკრძალულნი არიან დიდუბის პანთეონში.

ნოდარ ტაბიძე

ნოდარ ტაბიძე (დ. 19 მარტი 1931 — გ. 17 სექტემბერი, 2016) – მწერალი და პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი. დაჯილდოებულია პრემიებით. დაკრძალულია თბილისში,…

გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) – საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სიცოცხლის ბოლო წლებში, გალაკტიონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. დიპსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება – გალაკტიონის სამედიცინო გამოკვლევებში, ალკოჰოლთან…

ამბერკი ტაბიძე

ამბერკი ტაბიძე (დ. 27 დეკემბერი, 1952, სამტრედია — გ. 28 იანვარი, 2017, თბილისი) – ხელბურთელი (მარჯვენა გარემარბი), თბილისის „ბურევესტნიკის“ (1971-1990) და სსრკ ნაკრების წევრი (1977-84). სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ…

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე (დ. 1854, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1931) – საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი. 1875 -1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით…

მურად ჭიჭინაძე

მურად ჭიჭინაძე (1946-1984) – სპორტის ოსტატი, ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ალპინიზმში. დაიღუპა უშბაზე. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.

უშანგი ჭიჭინაძე

უშანგი ჭიჭინაძე (1929-2008) – სპორტული ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს. დაიწყო მუშაობა გაზეთ “ლელოში”. ჟურნალისტიკაში სპორტიდან მოვიდა. გატაცებული იყო კრივითა და მთასვლელობით. იყო კრივში საკავშირო სტუდენტური…

ავთანდილ ჭიჭინაძე

ავთანდილ ჭიჭინაძე (1921-2010) – რუსეთისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია მოსკოვში, სომხურ სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია ალექსანდრე ჭიჭინაძე (1917-1994) – ბალეტმეისტერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,…

დოდო ჭიჭინაძე

დოდო ჭიჭინაძე (დ. 28 დეკემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 3 ნოემბერი, 2009, თბილისი) – კინო- და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან…

გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე (დ. 12 აგვისტო, 1934, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 1999) – პოეტი და მსახიობი. 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა…